გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

11-05-2024

ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების სურვილია, ევროკავშირის განვითარების დონისა და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხის მიღება.


„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, ეს არის ევროპის დღე. 1950 წლის 9 მაისს დაფუძნდა ევროკავშირი, როდესაც შუმანის შეთანხმებას მოეწერა ხელი და სწორედ აქედან იწყება ევროკავშირის და ზოგადად ევროპის განვითარების ოქროს ხანა, რომელმაც თითქმის 60 წელი გასტანა.


სწორედ, ამ მომენტიდან ევროპაში შეუქცევადად დამკვიდრდა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სახელმწიფო და ჩაეყარა საფუძველი უწყეტ მშვიდობას ევროპაში, რამაც შექმნა მყარი გარანტიები იმისათვის, რომ მუდმივად გაზრდილიყო კეთილდღეობის ხარისხი ევროკავშირში და ზოგადად ევროპაში.


მე მახსოვს, ჩემს მიერ ევროპის შუა გულში, დუსელდორფში გატარებული 3 წელი. მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე მაშინ, უშუალოდ, ევროპული კულტურისა და კეთილდღეობის ხარისხის გაცნობით. ეს არის ძალიან დიდი შთაბეჭდილება და ჩვენი სურვილია, საქართველოშიც მივიღოთ განვითარების ზუსტად ეს დონე და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხი.


სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებით პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი და ჩვენი პასუხისმგებლობაა დიდი ევროპლელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში, ისეთი სახით ევროკავშირის აღორძინებაში, როგორადაც ის დაფუძნდა 1950 წლის 9 მაისს, დიდი ევროპელი მოღვაწეების მიერ, როგორებიც იყვნენ რობერ შუმანი, ჟან მონე, კონრად ადენაუერი, უინსტონ ჩერჩილი და სხვები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.