გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: შევარდნაძის შეცდომა, „ვარდების რევოლუციის“ დაშვებით, არ უნდა განმეორდეს

11-05-2024

„ზუსტად იგივე სქემით, იგივე უცხოური ფულით და ტექნოლოგიებით მეორდება დღეს იგივე რევოლუცია, ოღონდ, „ვარდების“ ნაცვლად „ფერადი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ სახელმწიფოზეა საუბარი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ქვეყანაზე. ჩიბურდანიძე იმედს იტოვებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წარსულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს.


„ისტორია ყოველთვის რაღაცას გვასწავლის, თუმცა, ვსწავლობთ თუ არა ჩვენივე შეცდომებზე, ამას დრო განსაზღვრავს. “გამჭვირვალობის კანონი” შევარდნაძის დროს რომ ყოფილიყო, „ვარდების რევოლუცია“ აღარ მოხდებოდა და ქვეყანა გადარჩებოდა იმ სისხლიან რეჟიმს, რომლის სისასტიკესაც დღესაც განიცდის ჩვენი ქვეყანა. ზუსტად იგივე სქემით, იგივე უცხოური ფულით და ტექნოლოგიებით მეორდება დღეს იგივე რევოლუცია, ოღონდ, „ვარდების“ ნაცვლად „ფერადი“.


გამოდის რომ, ამერიკის რევოლუციებს მათივე და არა საქართველოს ინტერესებისთვის, თაობები უნდა შეეწიროს. თუკი ოდნავ მაინც გვაქვს თავმოყვარეობა, ამის დაშვება აღარ შეიძლება. შევარდნაძის შეცდომა „ვარდების რევოლუციის“ დაშვებით, არ უნდა განმეორდეს! როგორ მკაცრადაც არ უნდა ისმოდეს ეს სიტყვები, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ სახელმწიფოზეა საუბარი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ქვეყანაზე. იმედს ვიტოვებ, რომ წარსულის შეცდომებს დღევანდელი ხელისუფლება არ გაიმეორებს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.