გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად იქნება მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

11-05-2024

ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი არის, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის შესასრულებლად, მათ შორის სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად იქნება მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს კანონი მნიშვნელოვანია, რომ განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყანამ თავიდან აიცილოს უკრაინული სცენარი.


„მე ყველას ვთხოვთ, სათანადოდ გაიაზრონ ამ კანონის მნიშვნელობა, სინამდვილეში რას ემსახურება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი, რათა გამტკიცდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და რაც მთავარია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს უკრაინული სცენარი. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინა დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში და ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მიიყვანა აქამდე უკრაინა, მათ შორის რუსეთის სამხედრო აგრესიამდე, არის სწორედ ის, რომ თავის დროზე შავი ფულისგან ვერ დაიცვა თავი ამ ქვეყანამ და საბოლოო ჯამში პროცესები წავიდა იმ მიმართულებით, რომელიც არ შედიოდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც საუბარია შედარებებზე, იგივე უკრაინასთან 2013 წელთან, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი ძლიერი ხელისუფლებით, რომელიც ბოლომდე დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს. გვესმის, რომ გამოწვევები სერიოზულია, თუმცა ჩვენც გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მშვიდობა, სიმშვიდე ამ ქვეყანაში, დავიცვათ მისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის აუცილებელი პირობა, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის შესასრულებლად, მათ შორის სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად იქნება მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.