გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ სახელმწიფო, ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა, გამჭვირვალობით უზრუნველვყოთ საფრთხეების პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის და დავიცვათ მყარად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სხვანაირად ვიქნებით მუდმივად ჩაკეტილ წრეში

11-05-2024

არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ყოველ წელს ცხოვრობდეს იმის ქვეშ, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძესა და სააკაშვილს უნდათ ამ ქვეყანაში ვითარების არევა, ამიტომ საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონი ემსახურება იმას, რომ შავი ფული მოიხსნას პოლიტიკური პროცესებიდან მხოლოდ თეთრმა ფულმა იტრიალოს და ასეთ პირობებში ამ ადამიანებს ნაკლები შანსი ექნებათ თუნდაც სცადონ ვითარების არევა ქვეყანაში.


„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ აქ წარმოდგენილი ადამიანების საქციელისთვის, რაც სერიოზული პრობლემაა. აქ მარტო ინტელექტის, კულტურისა და ზრდილობის პრობლემა არ იყო, აქ არის პირველ რიგში კეთილსინდისიერების საკითხი მთავარი, როცა ემსახურები კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, მათგან იღებ ხელფასს, იქ აღარ გრჩება სივრცე, რათა მოიქცე ღირსეულად როგორც ქართულ კულტურას შეესაბამება, ამიტომ იყო სერიოზული გადაცდომები ზრდილობის და კულტურის კუთხით. ინტელექტზე აღარ მინდა ყურადღების გამახვილება. სერიოზული პრობლემები გამოჩნდა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს ხელოვნურ პოლარიზაციას, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში. ეს კანონი ემსახურება აბსოლუტურად ხელოვნური ე.წ. პოლარიზაციის დაძლევას. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ყოველ წელს ცხოვრობდეს იმის ქვეშ, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძესა და სააკაშვილს უნდათ ამ ქვეყანაში ვითარების არევა, არ შეიძლება, ამიტომ, საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. არ შეიძლება, ხელოვნურად დაგვინიშნოს აქ ვიღაცამ დამნაშავე ოპოზიცია. თუ დამნაშავე ოპოზიციას დაგინიშნავენ ხელოვნურად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არასდროს დასრულდება ეს ე.წ. პოლარიზაცია. ეს კანონი ემსახურება მათ შორის ამას, რომ შავი ფული მოიხსნას პოლიტიკური პროცესებიდან მხოლოდ თეთრმა ფულმა იტრიალოს, აღარ იყოს შავი ფული და ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ნაკლები შანსი ექნებათ, თუნდაც სცადონ ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში. რეალურად გაღიზიანების მთავარი მიზეზი ეს არის, რაც აღიზიანებთ ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მხარდამჭერებს, არის ის, რომ ისინი ხედავენ, ეცლებათ მთავარი ბერკეტი. შავი ფული არის მთავარი ბერკეტი, რომლითაც ისინი ყოველწლიურად ცდილობენ ამ ქვეყანაში ვითარების არევას.


ჩვენ ვართ სახელმწიფო, ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა, გამჭვირვალობით უზრუნველვყოთ საფრთხეების პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის და დავიცვათ მყარად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სხვანაირად ვიქნებით მუდმივად ჩაკეტილ წრეში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.