გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის თემის განხილვაც კი გამაღიზიანებელია ვიღაცებისთვის, ეს ჩვენ გვაშფოთებს, იმიტომ, რომ როცა გამჭვირვალობის გეშინია, ნიშნავს, რომ გაუმჭვირვალობით გინდა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირო

11-05-2024

გამჭვირვალობის თემის განხილვაც კი გამაღიზიანებელია ვიღაცებისთვის, ეს ჩვენ გვაშფოთებს, იმიტომ, რომ როცა გამჭვირვალობის გეშინია, ნიშნავს, რომ გაუმჭვირვალობით გინდა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირო და ეს თევზი მაინცდამაინც კარგი რამე არ არის ჩვენი გამოცდილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებები რეალურად შერბილდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა დისკუსიასთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერების საკითხზე.


„რაც შეეხება იმას, რატომ არის ასეთი პოზიცია განხილვასთან დაკავშირებითაც კი, რაც თითქოს უცნაურია. გეუბნებიან, რომ არათუ მიღებაა მიუღებელი, განხილვაც კი მიუღებელია და ეს განცხადებები შარშან კიდევ უფრო მძაფრად კეთდებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ამ კანონპროექტს გამოვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და არ დავუბრუნდებოდით კანონპროექტის განხილვას ვიდრე არ ჩამოვიდოდა იქიდან დასკვნა და ამაზეც კი გაგრძელდა რადიკალური აქციები და პროტესტი. ეს ვენეციაში შეიძლება გაგრძელებულიყო თვეები, ხანდახან ერთი და ორი წელი აჩერებენ ხოლმე დასკვნებს. სრული გარანტია ჰქონდათ და ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიის ხელში გადავიტანეთ. ასეთ დროს როცა მაინც გეუბნებიან, რომ შორდები ევროკავშირს, ვენეციის კომისიაც არ უნდათ და არაფერი უნდათ, გასაგებია, რაშია საქმე. გამჭვირვალობის თემის განხილვაც კი გამაღიზიანებელია ვიღაცებისთვის, ეს ჩვენ გვაშფოთებს, იმიტომ, რომ როცა გამჭვირვალობის გეშინია, ნიშნავს, რომ გაუმჭვირვალობით გინდა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირო და ეს თევზი მაინცდამაინც კარგი რამე არ არის ჩვენი გამოცდილებით", - აღნიშნა პრემიერმა.