11-10-2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა პირველი მოადგილე დანიშნა.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ შალვა ბერძენიშვილი დაინიშნა. იგი პირველ ოქტომბრამდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მოძრავი ქონების აღრიცხვა-აღწერის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. აღნიშნულ პოზიციაზე ბერძენიშვილი 2018 წლის თებერვლიდან მუშაობდა. იგი რეგიონში მუშაობას უკვე შეუდგა.
გუბერნატორის მეორე მოადგილე გიორგი მიქელაძეა.