გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირმა ზავრადაშვილი: ათი ათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, „მთავარი არხის“ თქმით, ასი ათასი გახდა, ხოდა, „ხალხის მდინარეები“ ერთ ადგილზე რომ მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა“-ზე

11-05-2024

„ეს „ხალხის მდინარეები” ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა-ზე“,- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი, რომელიც „ევროპის მარშს“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„ამასწინათ რესპუბლიკის მოედანზე მყოფი ათიათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, ასი ათასი გახდა იმ წუთას. „მთავარმა არხმა“ ასე თქვა და იცინეთ თქვენ. ხოდა, იმას ვამბობ, რომ ეს „ხალხის მდინარეები“ ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა“-ზე (ვციტირებ…) ასე ჰქონდათ დაგეგმილი, ანუ მინიმუმ 50 ათას ადამიანს ელიან დღეს და მართლა მაინტერესებს მათი სრული რესურსი“, - წერს ირმა ზავრადაშვილი.