გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ

11-05-2024

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია, უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის, რომ აქ როგორმე ძალადობრივი პროცესები ააგორონ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიას განუცხადა.


მისი თქმით, მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდოს, იქნება.


როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება და საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს.


„დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მტკიცებულება გამოჩნდება იმისა, თუ როგორ გაეღიზიანებინათ პოლიციელები, შეურაცხყოფა მიეყენებინათ, რომ იქნებ როგორმე, ვინმე დაზიანებულიყო - შემდეგ ამაზე აეგოთ დანარჩენი ძალადობრივი პროცესები. რაც ვნახეთ, ამას ხომ პირდაპირ ინდივიდუალურ საუბრებში არაერთხელ ამბობდნენ?! - ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაც დაზიანდება, ვიღაცებს დაიჭერენ და ა.შ. სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ. ეს ხომ უკვე საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებებია?! ზოგს ფულს მისცემენ, ზოგს აშანტაჟებენ - სხვადასხვა მეთოდებია, რომ ეს ყველაფერი ძალადობრივ პროცესებში გადაიზარდოს.


დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის, რომ აქ როგორმე ძალადობრივი პროცესები ააგორონ. არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობები იქნება და ამისათვის ყურადღება არის საჭირო როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდანაც“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.