11-10-2018
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართება აქცია: "ვეტერანები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად’’.
სისხლის გადასხმის სადგურის ექიმები, დონორობის მსურველ უწყების თანამშრომლებს და ვეტერანებს, დილის 10:00 საათიდან აუღებენ სისხლს, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, 18-დან 60 წლამდე თუ:
თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
სიფილისი, ტუბერკულოზი;
არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.
პატარებისათვის სისხლის გაღების მსურველი ვეტერანები, მობრძანდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, 16 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან.
მისამართი: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N12ა