გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: ვალდებულებაა პრეზიდენტის, რომ როცა წარმოადგენს ვეტოს დასაბუთებას, ამ დასაბუთებას ჰქონდეს კანონპროექტის სახე - არაო არ დავწერო, ანუ თავისი მოვალეობის შესრულებაზე თქვა უარი

13-05-2024

ვინმემ ეს არ მიიღოს გარკვეულ უკან დახევად ჩვენი მხრიდან, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“ -ში დასმულ კითხვას, პრემიერის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „გამჭვირვალობის კანონში“ ცვლილებები შევა ვეტოს პროცესში.


მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ვალდებულებაა წარმოადგინოს ვეტოს დასაბუთება და მისი მხრიდან ამის უგულებელყოფა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ნიშნავს.


„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ერთი ოდნავ რაციონალური მაინც თუ შეუძლიათ, აგერ მიუთითონ პრეზიდენტს, ძალიან ეწყინა დღეს, მაგრამ ან ენჯეოები უწერენ ან გარედან ავალებენ ვეტოსთან დაკავშირებულ თუ სხვა თემებთან დაკავშირებით საკითხებს. მან თქვა „რუსულია“ და დამთავრდა, ჯაფარიძის ძმამ რომ თქვა არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, მათი ველიაო, ეს მართალია, სიმართლე წამოსცდა იმ კაცს მაშინ. ანუ როგორც კი არგუმენტაციაში შემოვლენ აგებენ. უნდა თქვან უბრალოდ „რუსულია“, ეს ჩვენ ევროპულ მომავალს აზიანებს, თან ლაპარაკობენ იმ პარტიაზე, რომელმაც ყველა ევროპული წარმატება უზრუნველყო ამ ქვეყანაში, ამას დავანებოთ თავი ერთი წამით, მაგრამ ჯერ პრეზიდენტი რომ გქვია ადამიანს და უბრალოდ ამ შენიშვნებში და ამ მანიპულაციებში და ამ თამაშში არ შევალო - თამაში კი არ არის, ვალდებულებაა პრეზიდენტის თუნდაც წოდებულის, რომ როცა წარმოადგენს ვეტოს დასაბუთებას, ამ დასაბუთებას აქვს კანონპროექტის სახე, ანუ მანდ უნდა ჩაწეროს იქ რა არ მოსწონს და რა არის მისთვის მისაღები ვარიანტი, მარტივად რომ განვმარტო საზოგადოებისთვის. მან თქვა, რომ არაო არ დავწერო, ანუ თავისი მოვალეობის შესრულებაზე თქვა უარი“ - განაცხადა მდინარაძემ.