გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ არ უჩნდება „ჩვეულებრივ“ მომიტინგეს შეკითხვები აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებთან, მაგალითად, რა ჯდება სცენის მონტაჟი და ვინ იხდის ამ ფულს? რატომ ქრებიან პოლიტიკოსები შარშანდელი თოვლივით, როგორც კი იძაბება სიტუაცია აქციაზე?

13-05-2024

„საინტერესოა, რატომ არ უჩნდება „ჩვეულებრივ“ მომიტინგეს მარტივი შეკითხვები აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებთან, მაგალითად: რა ჯდება სცენის მონტაჟი რუსთაველზე, და ვინ იხდის ამ ფულს? რატომ ხდება, რომ როგორც კი იძაბება სიტუაცია აქციაზე, პოლიტიკოსები ისე სწრაფად ქრებიან როგორც შარშანდელი თოვლი,“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, საინტერესოა, რატომ არ სვამენ აქციის მონაწილეები კითხვას, ხომ არ ხდება მათი „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება და იციან თუ არა, პიკეტირების და ბლოკირების მოთხოვნით ოპოზიციონერები ყოველ ჯერზე რა თანხას იღებენ.


„საინტერესოა, რატომ არ უჩნდება „ჩვეულებრივ“ მომიტინგეს მარტივი შეკითხვები აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებთან, მაგალითად: რა ჯდება სცენის მონტაჟი რუსთაველზე, და ვინ იხდის ამ ფულს? რატომ ხდება, რომ როგორც კი იძაბება სიტუაცია აქციაზე, პოლიტიკოსები ისე სწრაფად ქრებიან როგრორც შარშანდელი თოვლი; რატომ ხდება, რომ ყველა მათი წამოწყება, ისეთი როგორიცაა პარლამენტის კარები ბლოკირება მარცხით მთვრდება? წინასწარ იციან თუ არა რომ პოლიცია კანონდამრღვევებს დააპაატიმრებს, ხოლო არცერთი ლიდერი დაკავებული არ იქნება? რატომ ხდება, რომ იმ დროს დაკავებული მომიტინგეები წინასწარ დაკავების საკნებში არიან, ორგანიზატორები ან სახლში არიან ან სულაც რესტორნებსა და კაფე-ბარებში ან სულაც თავიანთ ოფისებში თბილად სხედან? ხომ არ ხდება ე.წ. ჩვეულებრივი მომიტინგეების უბრალოდ „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება? ბოლოს, იციან თუ არა აქციის „ჩვეულებრივმა მომიტინგებმა“ ყოველ ასეთ უაზრო „მიაწექი, დავბლოკოთ, პიკეტირება მოვაწყოთ“-ზე ოპოზიცონერი პოლიტიკოსები რა თანხებს იდებენ ჯიბეში? არ ფიქრობენ იმის თაობაზე, რომ ხელმოცრული და გადამგდები პოლიტიკოსების ჭკუაზე სიარული ცოტა არ იყოს და მათთვისვე შეურაცხმყოფელია? იქნებ დადგა დრო და პლიტიკოსების მიერ მათ გამოყენებას თვითონვე დაუსვან წერტილი!,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.