გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: „აკერმანის კლასიკა“ - ამ ვიდეოზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას, რითაც ინციდენტი იწყება

13-05-2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 12 მაისის ღამით გამართული საპროტესტო აქციის ვიდეოს აზიარებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი სამართალდამცველს შეურაცხყოფას.


„აკერმანის კლასიკა“. ამ ვიდეოზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას, რითაც ინციდენტი იწყება და როგორი რეაქცია აქვთ მომიტინგეებს თავიანთი ინსტრუქტორის დაკავებაზე! აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე…ამაზე მკაფიო და ნათელი არაფერი შეიძლება იყოს!“ - წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.