გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკელ ინსტრუქტორზე: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში ღირსეულად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, ეს სამარცხვინო ლაჩარი კი საქართველოში ასარევად ჩამობრძანდა

13-05-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც აქტივისტების ტრენინგისთვის საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ინსტრუქტორის კადრებია აქციაზე დაკავების შემდეგ.


ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ღირსეულად იბრძოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, რასაც ზოგი მათგანის სიცოცხლეც კი შეეწირა, ამ ფონზე, აღნიშნული პირი საქართველოში ვითარების ასარევად ჩამოვიდა.


„ჩვენი ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში ღირსეულად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ! ზოგი დაიჭრა, ზოგმაც თვალი, ხელი თუ ფეხი დაკარგა, ზოგიც დროშა გადაფარებული ჩამოასვენეს, მაგრამ თავი არ შეურცხვენიათ. ეს არაკაცი კი აქ საქართველოში ასარევად ჩამობრძანდა, სამარცხვინო ლაჩარი. წადი თვალებში ჩვენს მეგობარ, ვაჟკაც ამერიკელ სამხედროებს შეხედე, ფულზე გაყიდული არარაობავ...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.