გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი „ტვ პირველს": ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია

13-05-2024

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მომხდარი საკმაოდ დიდი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს.


„შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდნენ და ამ უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაკეთდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის დაწყებული მთელ რიგ საქმეებზე, თუმცა დაკავებას თავისი საფუძვლები სჭირდება.


„რაც შეეხება დაკავებას, დაკავებას სჭირდება თავისი საფუძვლები და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დაკავების საფუძველი არ არსებობდა. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და დაელოდეთ. ყველაფერი ხდება სამართლებრივი პროცედურების შესბამისად. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება, იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას იწონებთ და მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული", - მიმართა პრემიერმა „ტვ პირველის" ჟურნალისტს.