გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მთავარია, დავინახოთ სათანადო, სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

13-05-2024

დელეგაციაში წარმოდგენილია ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრაც ზოგადად აზრს მოკლებული მგონია, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ეს გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამ ორ ადამიანთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში შედგება ვიზიტები და გაიმართება შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ასევე ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.


„ხვალ მე პირადად, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, გვაქვს შეხვედრები ბატონ ო ბრაიანთან, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფოს წარმოადგენს. ასევე, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრთან. აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ. ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მთავარია, დავინახოთ სათანადო, სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორებისადმი ყოველთვის ასეთია - ყოველთვის ეფუძნება ღირსებას, სამართლიანობას, სწორ მიდგომებს. მთავარია, ასეთივე დამოკიდებულება დავინახოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.