გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფელ საჩინოში გზის საფარის პროექტის ტენდერი გამოცხადდა

11-10-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან - კობა ქანთარიასთან ერთად, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს ესტუმრა. გუბერნატორმა ადგილობრივ მოსახლეობას გზის საფარზე პროექტის შესყიდვის ტენდერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე მოწერელიას სოფლის მცხოვრებლებმა სასმელი წყლისა და წინაპართაგან მიღებული მიწების პრივატიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციის უქონლობით განპირობებული პრობლემები გააცნეს. მოსახლეობამ სოფელ მუჟავაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ინიცირებულ პროექტზეც ისაუბრა და გუბერნატორს სოფლის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში ხელშეწყობა სთხოვა.


"მინდა, სუფთა ფურცლით დავიწყოთ თანამშრომლობა. მე თქვენ არასდროს დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევძლებ. გზის საფარის დაგებით საჩინოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადაიჭრება. მზად ვარ, სოფელ მუჟავის მაგალითზე, თქვენ სოფელში მცხოვრები პროგრესულად მოაზროვნე აქტიური ახალგაზრდებისგან სოფლის განვითარების გეგმის შესახებ მოვისმინო. აქვე, უფროს თაობას, აგრონომებს, გთხოვთ, ჩაერთოთ ფერმერულ საქმიანობაში და თქვენი გამოცდილება ახალგაზრდებსაც გაუზიაროთ“, - განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.


შეხვედრის დასასრულს, გუბერნატორი მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემისა და მიწის რეგისტრაციის დამაბრკოლებელი ფაქტორების მოკვლევასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას დაჰპირდა.