გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს

13-05-2024

ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა.


ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის მხრიდან უკვე გაისმა მოწოდებები, რომ აქციაზე მთავარი მოთხოვნა არა კანონის უკან გაწვევა, არამედ ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ისტერიული განცხადებები.


„მე მგონია, რომ ეს არის ერთგვარი ისტერიული განცხადებები მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბერში, რამდენიმე თვეში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, კეთილი ინებე და მიიღე ამომრჩევლის მხარდაჭერა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არავითარი იმედი არ აქვთ, რა თქმა უნდა, ასეთ ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ. ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჩვენ ხომ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.