გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო ფოჩხუა ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარზე: ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას

14-05-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სთხოვა შეხვედრა, რაზეც უარი მიიღო.


ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას.


მისივე თქმით, უარს ალბათ თავისი მიზეზი აქვს, რასაც ალბათ სულ მალე გავიგებთ.


„ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას. აღშფოთებას ვერ მალავს ოპოზიცია და ენჯეო სექტორი, ეს როგორ გაბედა და ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენელს უარი უთხრა შეხვედრაზეო, შიშით კანკალებენ. დიახ, უარს ალბათ თავისი მიზეზი აქვს, რასაც ალბათ სულ მალე გავიგებთ. დაველოდოთ, ვნახოთ რა გზავნილით გვესტუმრება ო'ბრაიენი,“ - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.