გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დავით უსუფაშვილი ტყიბულში ამომრჩეველს შეხვდა

11-10-2018

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ტყიბულში ამომრჩეველს შეხვდა.


დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო.


„ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ეს ქვეყანა უკეთ უნდა მოვაწყოთ. ჩვენ სახელმწიფოს მეთაურს ვირჩევთ, ამიტომ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ საკითხზე. მოსახლეობას კარგად ესმის, რომ მათი ყოველდღიური პრობლები უმუშევრობა, თუ მაღალი ფასები მედიკამეტებზე,  ვერ მოგვარდება, თუ ჩვენს სამშობლოში გამართული სახელმწიფო ვერ შევქმენით. ჩვენ კანონებით უნდა ვმართოთ ქვეყანა, დავასრულოთ მესიანიზმი, დავასრულოთ ერთ ადამიანზე ჩამოკიდება და ავამუშაოთ სახელმწიფო ინსტიტუტები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.