გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში

14-05-2024

საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის და კოლეგებისთვის კანდიდატი ქვეყნებიდან გაგვეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის დასრულების შემდეგ განაცხადა.


"საქართველოს მთავრობამ 2024 წლის დასაწყისში წარადგინა რეფორმების გეგმა, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ცენტრალურ ბანკთან რეფორმების ფინანსური ნაწილისა და მონეტარული პოლიტიკის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საკმაო მიღწევები გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


წლევანდელ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა - ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ.


შეხვედრას უძღვებოდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი.


დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები.


დიალოგში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.