გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას გილოცავთ ქართული კანონის მიღებას! დღეს, ისტორიული დღეა, დღე როცა სიმართლემ გაიმარჯვა, დღე როდესაც დაიწყო ახალი ათვლა სუვერენიტეტის უფრო განმტკიცებისათვის!

14-05-2024

„ყველას გილოცავთ ქართული კანონის მიღებას! დღეს, ისტორიული დღეა, დღე როცა სიმართლემ გაიმარჯვა, დღე როდესაც დაიწყო ახალი ათვლა სუვერენიტეტის უფრო განმტკიცებისათვის!“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.


ექსპერტის თქმით, მალე ყველა დაინახავს, რატომ და რისთვის ღირდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება და უცხოელების გარკვეული პოლიტიკური ელიტა, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, არა მარტო ხელისუფლების სიმართლეში დარწმუნდებიან, არამედ სწორედ ამ ღირსეულ და პრინციპულ ხელისუფლებასთან თანასწორუფლებიან თანამშრომლობის უპირატესობაში.


„ყველას გილოცავთ ქართული კანონის მიღებას! დღეს, ისტორიული დღეა, დღე როცა სიმართლემ გაიმარჯვა, დღე როდესაც დაიწყო ახალი ათვლა სუვერენიტეტის უფრო განმტკიცებისათვის! სამწუხაროდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა არა ბატონყმობისათვის, და კი საქართველოს შემდგომი ღირსეული განვითარებისათვის! მალე ყველა დაინახავს, რატომ და რისთვის ღირდა ამ კანონის მიღება! რამდენი შეურაცხყოფა გადაიტანა ხელისუფლებამ, პარლამენტარებმა, სამართალდამცავებმა, ჭეშმარიტმა ჟურნალისტებმა, ქართული კანონის ჩვეულებრივმა რიგითმა მხარდამჭერებმა. ვიცით,რომ ეს ხელისუფლება რევანშისტი არაა, მაგრამ სამართალი აუცილებლად უნდა აღსრულდეს იმ მავნებელი და რადიკალი, ორგანიზატორების მიმართ ვისაც ამ ქვეყნის ამოტრიალება სურდა. რაც შეეხება უცხოელების გარკვეული პოლიტიკურ ელიტას, რომლებიც სამწუხაროდ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, ძალიან მალე არა მარტო ჩვენს სიმართლეში დარწმუნდებიან, არამედ სწორედ ამ ღირსეულ და პრინციპულ ხელისუფლებასთან თანასწორუფლებიან თანამშრომლობის უპირატესობაში!“ - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.