გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ო'ბრაიენთან გულწრფელად ვისაუბრეთ, დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. მთავარია, მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება

14-05-2024

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო'ბრაიენსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, შედგა გულწრფელი საუბარი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს.


ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ ო'ბრაიენთან. გაგრძელდა ორ საათნახევარი, როცა ერთიო საათი იყო დაგეგმილი. იყო ძალიან გულწრფელი შეხვედრა. ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს. მათ შორის, გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ჩვენს ქვეყანაში გასული სამი წლის მანძილზე. ჩვენ ავუხსენით, განვუმარტეთ ყველაფერი ბატონ ო'ბრაიენს. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე.


ჩვენ გვქონდა საუბარი მათ შორის უშუალოდ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ჩვენ განვუმარტეთ ყველა დეტალი ბატონ ო'ბრაიენს, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან. თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიისთვის, ეს მზაობა ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორისთვის, იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რაც ხდებოდა ამ ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის მანძილზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო'ბრაიენსაც", - განაცხადა პრემიერმა.