12-10-2018
გორის ქუჩებში ახალგაზრდა მოხალისეები გამოჩნდნენ, რომლებიც იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც გარემოს დააბინძურებს. გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი, მიდიან მასთან და უხსნიან, რომ ეს ქმედება კანონით დასჯადია და ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
USAID-ის მიერ დაფინანსებულის პროექტი, WMTR II პროგრამის და მეგობრობის ხიდი ქართლოსის ხელშეწყობით, ხორციელდება.
,,ახალგაზრდები თანამოქალაქეებს შესაბამისი კანონის მუხლებსაც აცნობენ. ურიგებენ ცნობარებს და მოუწოდებენ მათ, რომ აღარ ჩაიდინონ აღნიშნული ქმედება. სექტემბრის ბოლოდან ახალგაზრდებმა დანაგვიანების 40 შემთხვევა დააფიქსირეს და შესაბამისი ინფორმაციაც მიაწოდეს მოსახლეობას.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მოხალისეობრივი აქტივობა გორიდან სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლებს; რათა უფრო მეტ მოქალაქეს მიეწოდოს ინფორმაცია ჯარიმების შესახებ და ხელი შეუწყონ გარემოს სისუფთავის შენარჩუნებას.
ინფორმაცია USAID WMTR II პროგრამის შესახებ:
CENN აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი – და ქალაქ თბილისში ახორციელებს პროგრამას ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, მეორე ფაზა (WMTR II). WMTR II პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.