გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა კონტრპროდუქტიულია

15-05-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენთან ორმხრივ შეხვედრაზე სანქციების საკითხი არ განხილულა.


როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო დე ფაქტო სანქციები, რომელიც დაწესებულია ბიძინა ივანიშვილის მიმართ.


„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენ შორის. რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ამ შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. პრინციპში ჯობია ხოლმე, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჯობია, ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით, ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული შემიძლია, ცალსახად გითხრათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.