გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„სააკაშვილს მაინც დავაკავებთ“ - ლუცენკო

6-12-2017

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობისას სამართალდამცავები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომ საგამოძიებო ორგანოში მივიდეს. ამის შესახებ განცხადება ლუცენკომ უმაღლეს რადაში გამოსვლისას გააკეთა,

როგორც ლუცენკომ აღნიშნა, „იმედგაცრუებულია“ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პროცესების განვითარებით.

„ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით უფრო ეფექტური. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც სააკაშვილი გუშინ დაკითხვაზე გადაჰყავდა, АТО-ს მონაწილეა. ყველა მათგანმა ბრძოლა გამოიარა. მათ, კანონით, ცეცხლი უნდა გაეხსნათ,“- განაცხადა გენპროკურორმა.

„მაგრამ, ჩვენ სახელმწიფოზე ვფიქრობთ, სააკაშვილი კი, რომელიც მოტყუებული და კურჩენკოს ფულითაა ნაყიდი, უკრაინელების ზურგსუკან იმალება და პირად კომფორტზე ფიქრობს. ჩვენ სახელმწიფოზე ფიქრს ვაგრძელებთ და ამის გამო ჩვენთვის მინიჭებულ უფლებებს ხანდახან არ ვიყენებთ, მაგრამ სააკაშვილს მაინც დავაკავებთ,“- განაცხადა ლუცენკომ და სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაკითხვაზე ნებაყოფლობით გამოცხადდეს.

„ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, თუ კაცია და თუ ცოტათი მაინც უყვარს უკრაინა, ეს ისაა, რომ მივიდეს დაკითხვაზე, ეს ერთადერთი გზაა, რომ უკრაინა არ გაანადგუროს,“- განაცხადა ლუცენკომ.

ლუცენკოს თქმით, სააკაშვილს ბრალდების დადგენილება მისამართზე გაეგზავნა, დღის ბოლოსთვის დადგენილება უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება და სააკაშვილს ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭება.

წყარო: newposts