გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სახალხო დამცველი მაია ოთინაშვილს შეხვდა

12-10-2018

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა.


ნინო ლომჯარიამ მაია ოთინაშვილს გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.


სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ნინო ლომჯარია დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.