გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანრი ოხანაშვილი ქართულ ეკლესიაზე მიხაელ როთის თავდასხმაზე: კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას, ეკლესიასა და რწმენას

15-05-2024

კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას, ეკლესიასა და რწმენას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის მიერ ქართულ ეკლესიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.


„ეს რომ სხვა პოლიტიკოსს გაეკეთებინა იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასაც ეს ადამიანი წარმოადგენს, ძალიან მძიმე პოლიტიკური რეაქცია მოჰყვებოდა და პოლიტიკურ სკანდალში იქნებოდა გახვეული. კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებასა, ეკლესიასა და რწმენას“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.


თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.