გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველო, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესში ჩაერთო

15-05-2024

სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებისა და „კოდექს ალიმენტარიუსის“ მუშაობაში საქართველოს მეტი ჩართულობის მიზნით, სურსათის რეგულირების გლობალური სამეცნიერო საზოგადოების (GFoRRS) ექსპერტი სამუელ გოდეფროი სწავლებას ატარებს. სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებისა და „კოდექს ალიმენტარიუსის“ მუშაობაში საქართველოს მეტი ჩართულობის მიზნით, სურსათის რეგულირების გლობალური სამეცნიერო საზოგადოების (GFoRRS) ექსპერტი სამუელ გოდეფროი სწავლებას ატარებს. 


უწყების ცნობით, „კოდექს ალიმენტარიუსი" არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად და სურსათით კეთილსინდისიერი ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, 1963 წელს შეიქმნა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები თანხმდებიან, რომ ექსპორტ-იმპორტისას სურსათი შესაბამისობაში უნდა იყოს Codex Alimentarius-ის საერთაშორისო სტანდარტებთან.


სწავლება სურსათის ეროვნული სააგენტოს მასპინძლობით და ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის ოფისისა (US Codex Office) და USDA „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის მხარდაჭერით იმართება. სასწავლო პროგრამა „კოდექს ალიმენტარიუსის“ გავრცელების ინიციატივის ფარგლებში, სურსათის რეგულირების გლობალური სამეცნიერო საზოგადოების (GFoRRS) მიერ შემუშავდა.


სწავლების ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში ,,კოდექს ალიმენტარიუსის" ეროვნული კომიტეტის შექმნაზეც იმსჯელეს. 


სწავლების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მიმართა. 


„მოხარული ვარ, რომ საქართველოში იმართება ამგვარი სწავლება, რაც ხელს შეუწყობს „კოდექს ალიმენტარიუსის" შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მადლობას ვუხდი ჩვენს მუდმივ პარტნიორებს - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და USDA-SQIL პროექტს; მათი მხარდაჭერით შევძლებთ, განვახორციელოთ ჩვენი მიზანი - საქართველოში ჩამოვაყალიბოთ ,,კოდექს ალიმენტარიუსის" სტრუქტურული ერთეული“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. 


საქართველო, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WOAH) და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში (IPPC) საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება გააძლიერებს კოდექსის მუშაობის პროცესში საქართველოს ჩართულობას, ხელს შეუწყობს მაკონტროლებელი ორგანოს ეფექტიანობის ზრდას, ასევე დაეხმარება ბიზნესსექტორს, დააკმაყოფილოს სურსათის უვნებლობისადმი არსებული საერთაშორისო მოთხოვნები.