12-10-2018
გურჯაანში 13 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინო, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018 ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.