გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი სამხარაძე: შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება რომელმაც „ნაცების“ ლიდერად გამოაცხადა თავი

15-05-2024

„შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია!“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის ფოტოს აქვეყნებს.


სამხარაძის თქმით, ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც ნაცების კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი.


„ეს ფოტო ასახავს ყველაფერს! შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია! ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც ნაცების კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი! არა ცალ ფეხზე დგომას! #ღირსებითევროპაში“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.