გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილი: პირადი შეურაცხყოფის, ლანძღვისა და დაპირისპირების გამო წინასაარჩევნო გარემო ამომრჩეველს ხელს არ უწყობს გაიგოს, რაზე უნდა გააკეთოს არჩევანი

12-10-2018

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი  იმ წინასაარჩევნო გარემოს შეეხო, რომელიც პირადი შეურაცხყოფითა და ლანძღვით გამოირჩევა.

 

„ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, თუ რამდენად შემაძრწუნებელია გარემო, რომელიც დღეს არის. პირადი შეურაცხყოფის, ლანძღვისა და დაპირისპირების გარემო ხელს არ უწყობს, რომ ამომრჩეველმა გაიგოს, რაზე უნდა გააკეთოს არჩევანი, რას სთავაზობენ სხვადასხვა კანდიდატები. ვესაუბრე იმაზე, თუ რას ვთავაზობ ჩემს ამომრჩეველს, რა არის ჩემი კამპანიის თემები, როგორ უნდა შემოვიყვანოთ ევროპა საქართველოში თავისი სტანდარტებით, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას და იგივე ნატო-ს დღესვე, როგორ უნდა იყოს ეს პრეზიდენტი ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დაპირისპირების კიდევ ერთი წყარო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.