გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს ესროლეს, საუდის არაბეთის პრინცის კორტეჟის აფეთქება სცადეს - ეს ქვეყნები არ თანხმდებიან კონკრეტულ ქვეყნებთან კონფრონტაციაში შესვლას

16-05-2024

"გლობალური ომის პარტიის" სასარგებლოდ „ეხ, გამყიდველებო, თანამედროვე მონობის ტექნოლოგია სწორედ იმაშია, რომ გეგონოთ თითქოს, თავისუფლად ფიქრობთ, სინამდვილეში კი დარჩეთ აზროვნების უხილავ საზღვრებში, რომლებიც რუსივით ტანკით და ავტომატით კი არა, ფსიქოლოგიური მანიპულაციებით წესდება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, მსოფლიოში არსებული ვითარების გასააზრებლად, ზოგს ინტელექტი არ ჰყოფნის, ზოგს კი პატივმოყვარეობა არ აძლევს ნებას აღიაროს, რომ „მასოვკაა.“


„დღეს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს ესროლეს, იგი მძიმე მდგომარეობაშია. გუშინ ღამით თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სასწრაფო თათბირი გამართა ნაციონალური სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და იუსტიციის მინისტრთან სახელმწიფო გადატრიალების მოსალოდნელ მცდელობასთან დაკავშირებით.


7 მაისს სცადეს საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის კორტეჟის აფეთქება, დაიღუპნენ მისი მცველები. ჩვენთან მიმდინარე აქციები თითქოს რა კავშირშია ამ ამბებთან, მაგრამ ვისაც საკუთარი აზროვნებისთვის ფსევდოლიბერალური თვითცენზურა ჯერ არ დაუწესებია, შეიძლება დაფიქრდეს, აერთიანებს ამ ქვეყნებს? პასუხი მარტივია: ეს ქვეყნები არ თანხმდებიან კონკრეტულ ქვეყნებთან კონფრონტაციაში შესვლას "გლობალური ომის პარტიის" სასარგებლოდ, რომელსაც გუშინ ჩვენმა ძვირფასმა ამერიკელმა სტუმარმა ღიმილით კონსპიროლოგიის ნაყოფი უწოდა. ეხ, გამყიდველებო, თანამედროვე მონობის ტექნოლოგია სწორედ იმაშია, რომ გეგონოთ თითქოს თავისუფლად ფიქრობთ, სინამდვილეში კი დარჩეთ აზროვნების უხილავ საზღვრებში, რომლებიც რუსივით ტანკით და ავტომატით კი არა, ფსიქოლოგიური მანიპულაციებით წესდება. ზოგს ამის მისახვედრად ინტელექტი არ ეყოფა ზოგს ინტერესი, ზოგსაც პატივმოყვარეობა არ მისცემს ნებას აღიაროს, რომ მასოვკაა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.