გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

16-05-2024

სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური პროცესების ავანგარდში! იმ რეჟიმის წარმომადგენლების რევანშს უწყობენ ხელს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის სისხლით იკვებებოდა! - ამის შესახებ კონსერვატიული გაერთიანების, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


შაქარიშვილის მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ქვეყნიდან უნდა გააძევოს ყველა იმ სახელმწიფოს ელჩი, რომელთა ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში და საბოლოოდ საქართველოს უკრაინიზაციის გეგმაში.


„სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური პროცესების ავანგარდში! იმ რეჟიმის წარმომადგენლების რევანშს უწყობენ ხელს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის სისხლით იკვებებოდა! საქართველოს ჰყავდა თევდორე მღვდელი და ჰყავდა ყორღანაშვილიც და ორჯონიკიძეც! ამ უკანასკნელებს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში, როგორ მოუძღვიან უცხოტომელებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანას კოლონიად მიიჩნევენ და არ აძლევენ საშუალებას გახდეს თავისუფალი! მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ქვეყნიდან უნდა გააძევოს ყველა იმ სახელმწიფოს ელჩი, რომელთა ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში და საბოლოოდ საქართველოს უკრაინიზაციის გეგმაში!!!“ - წერს შაქარიშვილი.