გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი აბაშიშვილი: ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით არ არის გამოწვეული, ეს არის აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის მოკლე ვადაში მილევადია

16-05-2024

დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული” , – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


,,შესაბამისად, ეს არის ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა, არანაირად ფუნდამენტური. ამიტომ, აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია – ეს საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა და დამტკიცდა ისიც, რომ პანიკის და აჟიოტაჟის აყოლით ძირითადად სწორედ ფიზიკური პირები ზიანდებიან. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ზოგადი ინფლაციური მოლოდინები სრულად გამქრალია.


წარმოდგენილი ორი დიაგრამა აჩვენებს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის პროცესში ფიზიკური პირების (არა მხოლოდ) მონაწილეობის პროცენტულ მაჩვენებელს და ლარი-დოლარის მერყეობას, რაც მცურავი კურსის პირობებში ბუნებრივად ხდება.


P.S. “სხვა თანაბარ პირობებში” მსოფლიოში ეკონომისტების საყვარელი გამოთქმაა, არათანაბარი პირობების შესახებ კი IMF-ის ეს კარგი ანალიზი შეგვიძლია ვნახოთ.