გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ედიშერ გვენეტაძე: ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: აი, ვინ გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს სამშობლოში, ამიტომ, 17 მაისს ყველა საქართველოს, ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის შეკრებაზე!

16-05-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თორდის კოლბრუნის მიერ ლესბოსელთა ხილვადობის კვირეულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას: „გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭრას და LBQ ქალებთან/LBQ აქტივისტებთან ერთად ვზეიმობთ – ყველას გილოცავთ ლესბოსელთა ხილვადობის კვირეულს” – ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნი”.


გვენეტაძის თქმით, სწორედ მსგავსი ადამიანები არიან ჩამოსულები და საქართველოს მოქალაქეებს კარნახობენ, როგორ მოიქცნენ. ამიტომ, ექსპერტი მოუწოდებს ყველას, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ შეკრებაზე მისვლისკენ.


“აი ვინ არიან ჩამოსულები!
აი ვინ გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს სამშობლოში!
ამიტომ ხვალ 17 მაისს ყველანი, ოჯახებით!
საქართველოს, ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის შეკრებაზე!
“მამული, ენა, სარწმუნოება”!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.