გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ოპოზიციას დასავლელი პოლიცია ყოველდღე უმტვრევს თავ-ყბასა და ნეკნებს თქვენს დასავლელ კოლეგებს - ერთხელ მაინც გამოხატეთ მხარდაჭერა დასავლელი ბავშვების მიმართ

16-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დასავლეთში მიმდინარე აქციებსა და დასავლელი სამართალდამცველების მიერ გამოყენებულ ძალაზე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, დასავლელი პოლიცია იქაურ დემონსტრანტებს ყოველდღე „თავ-ყბას უმტვრევს“ და ამის შესახებ ქართული ოპოზიცია არ წუხს.


„მოდით რა, აკერმანის ცრემლებით ნუ აგვატირებთ თქვენი პლაკატებით, სადაც „ფერადი" სამყარო უპირისპირდება „შავბნელ" ძალებს. ეგენი სახლებში ჩამოკიდეთ და აგერ ჩემგან საჩუქარი კიდო: „ფერადი" დასავლელი პოლიცია იქაურ „შავბნელ" დემონსტრანტებთან ჩახუტების დროს. ესეც გქონდეთ. ბევრი წვალება არ დამჭირდა ამ პოსტერის მომზადებისას - ყოველდღე უმტვრევენ თავ-ყბასა და ნეკნებს თქვენს დასავლელ კოლეგებს. ამიტომ, გპირდებით - ყოველდღე ახალ-ახალს მოგართმევთ. ოღონდ ჩასისხლიანებული ახალგაზრდების სურათებს ვერიდები, თქვენი „ფეისკონტროლი" მიბლოკავს, ეს „ფეიკიო" დასავლეთის პოლიციაზე საიდან მოგაქვსო. ისე, ერთხელ მაინც გამოხატეთ მხარდაჭერა დასავლელი ბავშვების მიმართ. ნუ, „შინევროპული" სოლიდარობის პონტში...“, - წერს დავით ქართველიშვილი.