გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სეს: ახალციხეში რესტორანი "ვარძია" 1 000 ლარით დაჯარიმდა

12-10-2018

სურსათის ეროვნულომა სააგენტომ ახალციხეში რესტორანი „ვარძია“ ხორცზე შესაბამისი დოკუმენტების არ ქონის გამო დააჯარიმა. სააგენტომ ქალაქში კიდევ სამი კვების ობიექტი შეამოწმა და სამივე მათგანში რეკომენდაციებით შემოიფარგლა.

 

სურსათის ეროვნულ სააგენტომ ახალციხეში ოთხ ობიექტზე: რესტორან „ვარძიაში“, რესტორან „ალავერდში“ („პივნოიში“), ახალციხის აგრარულ ბაზარსა და „ჟორიკას შაურმაში“ შეტყობინების საფუძველზე არაგეგმიური ინსპექტირება განახორციელა.

 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გარდა რესტორან „ვარძიისა“ სხვა ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ აღმოჩნდა: „ვარძიაში აღმოვაჩინეთ ხორცი, რომელიც მიუკვლევადი იყო, არ ჰქონდა ვეტერინარის მოწმობა ფორმა 2, რომელიც არის დამადასტურებელი, რომ ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე. სხვა ობიექტებს კი მივეცით რეკომენდაცეები“ – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ლია ბექაური.

 

აღნიშნული ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემა „სახალხო კონტროლი“ ტელეკომპანია „იბერიაზე“ 11 ოქტომბერს გავიდა.



sknews.ge