გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: „რუსეთთან ბრძოლის” ფარგლებში თქვენამდე ვერ მოაღწევს ვერც სასწრაფო და სახანძრო დახმარების, ვერც პედიატრიული სამსახურის მანქანები – ეს ყველაფერი ისევ და ისევ თქვენთვის კეთდება, „რუსეთიდან” თქვენი იძულებით გამოსაყვანად „ევრ

16-05-2024

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ეცადეთ 18-დან 19 საათამდე არ გახდეთ ცუდად, არც თქვენ, არც თქვენი მოხუცებული მშობლები, არც პედიატრიული დახმარების მოლოდინში მყოფი ბავშვები. ეცადეთ, ამ დროს არ დაგჭირდეთ მშობიარობა. ეცადეთ არ დაანთოთ სანთებელა და მოერიდოთ ბუნებრივი აირის მოხმარებას.


„რუსეთთან ბრძოლის” ფარგლებში თქვენამდე ვერ მოაღწევს ვერც სასწრაფო დახმარების, ვერც პედიატრიული სამსახურის მანქანები. აზრი არ ექნება სახანძრო ეკიპაჟების გამოძახებასაც – ასე რომ, გადით ცეცხლმოკიდებული სახლებიდან ეზოში და იქიდან ადევნეთ თვალი ხანძარს. ეს ყველაფერი – ისევ და ისევ თქვენთვის კეთდება, „რუსეთიდან” თქვენი იძულებით გამოსაყვანად „ევროპის” მხარეზე…” – წერს დავით ქართველიშვილი.