6-12-2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაშია შეყვანილი. ბაზაში შესაბამისი ჩანაწერი დღეს გაკეთდა.
მითითენული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილი ძებნილად 5 დეკემბერს გამოცხადდა.
„სააკაშვილი ძებნაშია გამოცხადებული და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით“, - განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.
წყარო: newposts