გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: სამედიცინო უნივერსიტეტის პაკისტანელი და ინდოელი სტუდენტების საკმაო რაოდენობა აქციებზე - რაოდენობრივი ეფექტის დეფიციტს მაგით ავსებთ?

16-05-2024

„მესმის აზიელების ინტერესი - ნიშანი ჩათვლის წიგნაკში და მესმის ჩემი სიხარულიც, რომ ესენი ჩემი შვილიშვილების მკურნალი ექიმები არ იქნებიან, მაგრამ მათ სტუდენტურ ვიზებზეც „დიპლომატიური მიუკარებლობა" ვრცელდება, თუ სადა ვართ?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


დავით ქართველიშვილი ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებს და აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორები სკოლის მოსწავლეებს რევოლუციური პროცესებისთვის იყენებენ.


„ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს, ცხენბურთში რომ ერკვეოდა, მოტობურთისა ესმოდა და "დაჟე" - ფეხბურთზეც გაეგებოდა რა... სკოლის მოსწავლეთა რევოლუციურ პროცესებში გამოყენება, გავიგე. მათ წამქეზებელ მასწავლებლებზე მსმენია. ამ დროს მშობლების თავშიც რა ხდება, ერთი ჩამახედა, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტის პაკისტანელი და ინდოელი სტუდენტების საკმაო რაოდენობა აქციებზე, ეს ინჩა? რაოდენობრივი ეფექტის დეფიციტს ავსებთ მაგით? მესმის აზიელების ინტერესი - ნიშანი ჩათვლის წიგნაკში და მესმის ჩემი სიხარულიც, რომ ესენი ჩემი შვილიშვილების მკურნალი ექიმები არ იქნებიან, მაგრამ მათ სტუდენტურ ვიზებზეც „დიპლომატიური მიუკარებლობა" ვრცელდება, თუ სადა ვართ?“, - წერს დავით ქართველიშვილი.