გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ძალიან ინტენსიურია და მრავალ მიმართულებას მოიცავს

16-05-2024

თურქეთში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი.


„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან ინტენსიური, ის მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, ამიტომ ჩვენ გვქონდა საუბრები, როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინვესტიციებზე, ტრანსპორტის მიმართულებაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ. ამაზე ისაუბრეს ასევე ორი ქვეყნის ლიდერებმა. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში.


ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები და დღეს საქართველოდან ხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი უწყვეტ რეჟიმში თურქეთში, ასევე თურქეთის მხრიდან ჩვენ გვაქვს ინვესტიციები ენერგეტიკულ სფეროში. საუბარია იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო იყოს, გაიზარდოს შესაძლებლობები, მათ შორის ინვესტიციები განხორციელდეს გადამცემ ინფრასტრუქტურაში, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი იყოს ეკონომიკური კავშირი. ასევე ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სატრანსპორტო პროექტებზე და ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყანას გააჩნია და აქ თურქეთის შესაძლო მონაწილეობაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.