გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში

16-05-2024

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და საუბარი შეეხო თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე.


„დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით პრეზიდენტ ერდოღანთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში.


ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.