გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა

12-10-2018

მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში,   „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.


სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული  სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის მულტიდისციპლინარული კვლევის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში გასულ წელს  მეცნიერული დასკვნა გამოქვეყნდა, რომ სწორედ აქ,  საქართველოს ამ რეგიონში დაიწურა პირველად ღვინო, რამაც ქართულ ღვინოს მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა მოუტანა. დღევანდელი ღონისძიება კარგად ეწერება ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში და განსაკუთრებით იმ განწყობის ფონზე, რომელიც მიმდინარე შემოდგომას ახლავს წარმატებულად ჩატარებული რთველისა და გადამუშავებული ყურძნის რეკორდული რაოდენობის ფონზე,“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.


ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში  ყურძენი დაიწურა, ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა, ასევე ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების  გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია,  არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა მოეწყო, გარდა ამისა მეღვინეებს შორის კონკურსი ჩატარდა, სადაც  პროდუქცია  მოწვეულმა  სომელიეებმა შეაფასეს და  გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.


ღვინის ფესტივალი მარნეულში ქართული ღვინის დღეების - „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში გაიმართა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის  5-დან 21 ოქტომბერამდე თბილისსა და   საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.


ფესტივალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.


ანდრო ასლანიშვილმა მარნეულის მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელობას ღვინის ფესტივალის ორგანიზებისა და ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის  კვლევის სამეცნიერო პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.