გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ

16-05-2024

ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ გამორიცხავს, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ პარტიებისგან გამიჯნული პირებიც.


„ორგანიზებას რაც შეეხება, ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ. აქედან, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.