გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილი: სტაბილურობისთვის მზად უნდა ვიყოთ

12-10-2018

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მრავალეროვნება საქართველოს სიძლიერეს ქმნის და ეს დაშლის საფუძველი არ უნდა გახდეს.

ეს განცხადება მან ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

„მრავალეროვნება, მრავალენოვნება – ეს რაც საქართველოს სიძლიერეს ქმნის, საქართველოს სიმდიდრეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაშლის საფუძველი და ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ძალიან რთული რეგიონია. ერთი ვიცით, ვინც არის ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპანტი, მაგრამ ასევე, რთულია საერთოდ, რეგიონი. აქეთ – ტერორიზმი, იქეთ – არასტაბილურობა და ჩვენ ვართ რაღაცნაირი კუნძული ამ რთულ რეგიონში, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამიტომ, შეგვიძლია, უფრო მეტი მოვითხოვოთ და უფრო სხვანაირად, მე ამის დიდი იმედი მაქვს, წარვმართოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ ცოტა უფრო კონკრეტული და უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდეთ იმ ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ჩვენი გზა ევროპასთან შეერთებისა, მაგრამ ჩვენ შიგნით უნდა შევინარჩუნოთ ჯერ ეს სტაბილურობა. ვიღაცებს აქვთ იმის იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა რაღაც არასტაბილურ სიტუაციაში და ვიღაცები ამისთვის საზღვრის გარედან ემზადებიან კიდეც. რაღაცას გვეუბნებიან, რომ შეიძლება მოხდეს და უნდა მოხდეს რევოლუცია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

 

უნდა ვიყოთ მზად სტაბილურობისთვის – ეს იქნება ჩემი პირველი და მთავარი დანიშნულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.