გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ანრი ოხანაშვილი ქარელში ამომრჩეველს შეხვდა  

12-10-2018

ანრი ოხანაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელში ამომრჩეველს შეხვდა.


მან მოქალაქეებს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


“სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თითოეულ თქვენგანს მოუსმინოს, თითოეული თქვენგანის სატკივარი გულთან მიიტანოს, თქვენთვის საჭირო ყველა საკითხის გადაწყვეტაში იყოს პრინციპული და ამავდროულად, სამართლიანი.

სწორედ ასეთ ადამიანს ვუცხადებთ ჩვენ, „ქართული ოცნება“  სრულ მხარდაჭერას და მე მჯერა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილიც. ასევე, მჯერა, რომ თქვენი ეს მხარდაჭერა ისეთივე სამაგალითო იქნება, როგორიც თქვენ ბევრჯერ გამოუცხადეთ „ქართულ ოცნებას“. მე მჯერა, რომ ქარელი  ქალბატონ სალომეს ჩვენს ღირსეულ პრეზიდენტად აირჩევს” - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.