გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩინეთის ელჩი: გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს

18-05-2024

„გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.


„გამჭვირვალობის კანონი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას არ ეხება, არ ერევა და ასეთ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. პატივს ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ბრიფინგზე.