პარასკევი, მაისი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
დავით ქართველიშვილი: BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს, რომ მას ფეიკითა და დეზინფორმაციით ასაზრდოებდნენ და სწორედ ამას მიიჩნევენ თავის „ფასეულობებად"

18-05-2024

საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელების თემაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და BBC-ის მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელის განცხადებას იშველიებს. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს ფეიკითა და დეზინფორმაციით მათ კვებას.


„BBC-ის მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელის განცხადებით: „მიუკერძოებელი ინფორმაცია სულ უფრო იქცევა აუდიტორიის შეურაცხყოფად, რომელიც თვლის, რომ მოვლენათა დაბალანსებული გაშუქება თავს ესხმის მათ ღირებულებებს". ბოლო გაჩერება! მატარებელი „დალშე" აღარ მიდის! BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს, რომ მას ფეიკითა და დეზინფორმაციით ასაზრდოებდნენ და სწორედ ამას მიიჩნევენ თავის „ფასეულობებად".


ამ ნარატივის კონტექსტში საინტერესო ჟღერადობას იძენს ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან პირველი, სადაც საქართველოს ურჩევენ თავი შეიკავონ ევროკავშირის ღირებულებებზე დეზინფორმაციის გავრცელებისაგან. Oops დამავიწყდა. „სორრი". BBC და მისი აუდიტორია ხომ ევროკავშირი აღარაა და მათ უკვე „სულ სხვა" ფასეულობები გააჩნიათ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.