გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის - სალომე ხომ ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება

19-05-2024

"სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები და ის ადგა და "გამჭვირვალობის კანონს" (შენიშვნების გარეშე) ვეტო დაადო (ვეტოსაც კი სამართლებრივი ფორმა შეუცვალა). სალომე ზურაბიშვილმა მისი ამ ქმედებით დაადასტურა, რომ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შენიშვნები არ არსებობს და ლოგიკურია, რომ მას ის არ აქვს," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მეგრელიშვილის თქმით, პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის, რადგან სალომე ზურაბიშვილი ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება.

 

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ "ვეტოობანას" თამაში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები და ის ადგა და "გამჭვირვალობის კანონს" (შენიშვნების გარეშე) ვეტო დაადო (ვეტოსაც კი სამართლებრივი ფორმა შეუცვალა).


სალომე ზურაბიშვილმა მისი ამ ქმედებით დაადასტურა, რომ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შენიშვნები არ არსებობს და ლოგიკურია, რომ მას ის არ აქვს. პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა ამ კანონის ეროვნული შინაარსის! სალომე ხომ ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება“,- წერს მეგრელიშვილი.