გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა

19-05-2024

"სპეცოპერაცია "არარუსულკანონს", საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებით და ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაჩქარებული წესით დადებით (დავადევიო) - დასრულებულად არის გამოცხადებული," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ქართველიშვილის თქმით, ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო საკუთარი პატრონების ფარისევლური წუხილი ერთის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა.

 

„სპეცოპერაცია "არარუსულკანონს", საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებით და ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაჩქარებული წესით დადებით (დავადევიო) - დასრულებულად არის გამოცხადებული. ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო საკუთარი პატრონების ფარისევლური წუხილი (იქნებ ვეტოში მაინც აისახოს კონსტრუქციული შენიშვნები), ერთის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა. მეორეს მხრივ, ზურაბიშვილის პატრონებმა უპრიმიტიულესი კომბინაცია გაითამაშეს: "აბა, რანაირი ჩვენი აგენტია, როდესაც ჩვენს შთაგონებებს "იკიდებს" - ხომ ხედავთ, რანაირი დამოუკიდებელი, ჯიუტი და თვითმყოფადი პოლიტიკური ლიდერი გაგიზრდიათ მასთან უსამართლო ბრძოლაში". ყველაფერი გასაგებია - "ჩაგეთვალათ".

 

ჩვენ კი მხოლოდ მივესალმებით ქართველი კანონმდებლების საქმიანობის ესოდენ მაღალ და წარმომადგენლობით შეფასებას - ეს ხომ რეალურად მაღალი "პილოტაჟია", შექმნა კანონი, რომელიც ერთდროულად: ა) ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს აძლიერებს, ბ) ქვეყნის ყველა საგარეო და საშინაო "დაუძინებელი მეგობრის" კოშმარულ სიზმრად იქცა და გ) სამართლებრივი თვალსაზრისით იმდენად დახვეწილია, რომ წერტილ-მძიმესაც ვერ უცვლიან...“ - წერს ქართველიშვილი.